Pages

Sunday, 8 September 2013

არითმეტიკული ფოკუსი


წარმოგიდგენთ იაკოვ პერელმანის შესანისნავი წიგნიდან “ცოცხალი მატემატიკა” ამონარიდს კერძოდ აროთმეტიკულ ფოკუსs რომლითაც ძალიან გაერთობით.
— უკანასკნელს მომიწია გამოსვლა, მეთორმეტეს. სხვადასხვაობისათვის არითმეტიკულ “ფოკუსს” გაჩვენებთ და გთხოვთ ამოხსნათ მისი საიდუმლოება. რომელიც თქვენგანმა, თუნდაც აი თქვენ, მეგობარო თავჯდომარე, დასწერეთ ქაღალდზე, ჩემგან ფარულად, რომელიც გსურდეთ სამნიშნა რიცხვი.
— ნულები შეიძლება იყოს ამ რიცხვში?
— არაფრით არ გზღუდავთ, თქვენ რომელიც გნებავთ, ის სამნიშნა რიცხვი დასწერეთ.
— დავწერე. მერე?
— გვერდზე მიუწერეთ მას იგივე რიცხვი. მიიღებთ, რასაკვირველია, ექვსნიშნა რიცხვს.
— არის, ექვსნიშნა რიცხვი.
— გადაეცით ქაღალდი მეზობელს, რომელიც ჩემგან მოშორებით ზის. მან გაჰყოს ეს ექვსნიშნა რიცხვი 7-ზე.
— ადვილად კი ამბობთ: გაჰყოს შვიდზე! შეიძლება არც კი გაიყოს.
— ნუ სწუხართ. გაიყოფა უნაშთოდ.
— არ იცით რომელი რიცხვებია და ამბობთ გაიყოფაო.
— ჯერ გაყავით და მერე ვილაპაროკოთ.
— თქვენ იღბლად გაიყო.
— შედეგი გადაეცით თქვენს მეზობელს. მე ნუ მეტყვით, ისე მან გაჰყოს ის 11-ზე.
— თქვენ გგონიათ კიდევ გაგიმართლებთ და გაიყოფა?
— გაყავით, ნაშთი არ გექნებათ.
— მართლაც გაიყო უნაშთოდ! ახლა რა ვქნათ?
— გადაეცით შედეგი სხვას, და გავყოთ… ვთქვათ, 13-ზე.
— ეს არჩევანი კი ვეღარ მოგივიდათ კარგად. ცოტა გახლავთ ისეთი რიცხვი, რომელიც 13-ზე იყოფა უნაშთოდ. ოჰო, წარმოიდინეთ, გაიყო მთლიანად. პირდაპირ ბედი გწყალობთ!
— ახლა მომეცით ქაღალდი შედეგით; ოღონდ დაკეცეთ ისე, რიცხვი რომ არ დავინახო.
მიღებული ქაღალდი გაუშლელად ჩააბარა “ფოკუსნიკმა” თავჯდომარეს.
— აი ინებეთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული რიცხვი. სწორია?
— სავსებით სწორია! — გაკვირებით უპასუხა მან, როდესაც კი დახედა ქაღალდს. — სწორედ ეს რიცხვი მქონდა ჩაფიქრებული… ახლა, როდესაც ორატორთა სია ამოწურულია, ნება მიბოძეთ კრება დახურულად გამოვაცხადო. წვიმამაც გადაიღო. ყველა თავსატეხის ამოხსნა გამოცხადებული იქნება დღესვე, ვახშმობის შემდეგ. ჩანაწერები ამოხსნებით შეგიძლიათ მე გადმომცეთ.

1 comment: