Pages

Friday, 6 September 2013

მცურავი ტყე


ზოგჯერ იტყვიან ხოლმე,როდესაც ერთი რამ კვდება მეორე იბადებაო...ასე დაემართა ბრიტანეთის გემს "SS Ayrfield",რომელიც უკვე მრავალი წელია მიტოვებულია სიდნეიში და მისი კორპუსი მცენარეების ბუდედ გადაიქცა.ამ გემის მეორე სახელია "The Floating Forest”,რაც ითარგმნება როგორც "მცურავი ტყე".
ხომალდი აშენდა დიდ ბრიტანეთში 1911 წელს,რათა ამერიკიდან ავსტრალიაში მეორე მსოფლიო ომის დროს მებრძოლ ამერიკელთათვის პროდუქტი მიეწოდებინათ.ხომალდი 1950 წელს გაიყიდა და ამერიკიდან სიდნეიში ნახშირის გადასატანად გამოიყენებოდა მანამ,სანამ 1972 წელს არ მიიღეს გადაწყვეტილება ხომალდის სიდნეის ყურეში გაგზავნისა,სადაც ის დღესდღეობით იმყოფება.
წლების შემდეგ ხომალდზე მრავალი მცენარე გაიზარდა,მსოფლიოს ყველა კუთხიდან სიდნეიში ჩამოდიან ფოტოგრაფები,რომ გადაიღონ ეს უნიკალური სილამაზე და დააფიქსირონ ის,თუ როგორ უფრთხილდება ბუნება ყველაფერ იმას,რაც ადამიანმა შექმნა...

No comments:

Post a Comment