Pages

Friday, 13 September 2013

ტეისი ლოურენსი (თავი პირველი)

მწარე მოგონებები...ვამპირები...სისხლისმსმელები... მკვდარი ადამიანები... - ააააა!! - წამოვვარდი. - სიზმარი იყო, სიზმარი. - ვიმშვიდებდი თავს. ოთახს თვალი მოვავლე. არეულ-დარეულობას დაესადგურა. ტანსაცმელი აქეთ იქით ეყარა, თითქოს ჩემს ოთახში ქარბორბალა ყოფილიყო. - ტეისი, საჭმელი მზადაა. - დამიძახა დედამ. ნელა ავდექი და ჩავიცვი. სააბაზანოში შესულმა კბილები გამოვიხეხე. სიზმარმა ცუდ გონებაზე დამაყენა. კიბეზე ჩავედი. - რამე მოხდა, ტეისი? - არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე. - ვუთხარი მე. - დაბადების დღის წინა დღეს ცუდი სიზმარი ნახე? ცუდი დასაწყისია, ხვალ ოცი წლის ხდები, ტეისი. - ვიცი, მაგრამ სიზმრებს მე არ ვარჩევ, სამწუხაროდ. - ვთქვი და საჭმლის ჭამას შევუდექი. დღეს მე და ჩემი მეგობრები ნინა და კესი საყიდლებზე მივდიოდით. ხვალისთვის კაბა სამივეს გვინდოდა, დაბადების დღეს კლუბში ვიხდიდი. დაბადების დღის დადგომა ყოველთვის მიხაროდა, საჩუქრები, მეგობრები,წვეულება... დღეს ყველაზე მეტად უნდა გამხარებოდა. ოქროს დაბადების დღეს კლუბში ვიხდიდი. ნინამ და კესიმ ტორტიც შეუკვეთეს. როდესაც ვეკითხებოდი როგორი იყო სულ ხითხითს იწყებდნენ. სტუდენტი ვიყავი, თუმცა ჯერ ივლისი იყო ამიტომაც გამოცდებიც მოშორებული მქონდა. დასვენებული ვიყავი. "ტეისი ლოურენსი" იტყოდა ხოლმე მასწავლებელი, "კვლავ შესანიშნავი ნამუშევარია, ოთხმოცდათვრამეტი ქულა აიღე" მეტყოდა, მე ნაზად გავუღიმებდი. ჭამას რომ მოვრჩი დივანზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. ყველა არხი ჩამოვიარე, თუმცა საინტერესო არაფერი იყო! კიდევ ერთი უინტერესო დღე, ესღა მაკლდა! ტელევიზორი გამოვრთე. უაზროდ არხებზე გადართვა-გადმორთვას რომ აზრი არ ჰქონდა მივხვდი. ავდექი და წიგნი "ჰარი პოტერი" გადმოვიღე. ბავშვობაში ეს წიგნი ძალიან მიყვარდა. შეიძლება ითქვას მასთან ერთად გავიზარდა. კითხვას შევუდექი. ვერც წიგნმა იმოქმედა. გამუდმებით ცუდზე ვფიქრობდი. უმიზეზოდ ვნერვიულობდი, რაზე არ ვიცი. მგონი იმაზე ვნერვიულობდი რომ რამეზე არ მენერვიულა. რა სისულელეა! უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. წიგნი კვლავ თაროზე დავაბრუნე და ოთახში სიარულს მოვყევი. ორი საათი იყო. რაცია აწკრიალდა (მე,ნინა და კესი სამივესთან სალაპარაკოდ რაციას ვიყენებდით). რაციაზე "კესი" და "ნინა" დაეწერა. მწვანე ღილაკს დავაწექი. - გამარჯობა ტეისი! - შეჰყვირა ნინამ. - გამარჯობა ნინა. კესი აქ ხარ? - კი აქ ვარ. როგორ ხარ? - კარგად. - მოვატყუე. - თქვენ როგორ ხართ? - კარგად. დღეს საყიდლებზე რომ მივდივართ ხო არ დაგავიწყდა? - მკითხა კესიმ. - არა კესი, რას ამბობ. ერთი სული მაქვს როდის ამომძვრება სული იმ ჩახუთულობაში! - ვთქვი მე და სამივეს გაგვეცინა. - კარგით, კესი, ტეისი დღეს ორივეს გამოგივლით. - რომელ საათზე? - ვკითხე. - ნახევარ საათში ტეისის მივაკითხავ, მერე კესი შენთან მოვალთ. - ნინა უფრო მალე ვერ გამოხვალ ? -ვკითხე კვლავ ხუმრობით. ნინამ გაიცინა. - კარგი, კარგი. წავედი, ჩავიცვა მაინც. - კარგი მეც წავედი, ნინა, ტეისი. გელოდებით. - თქვა კესიმ და #მესამერაცია გაითიშა. მე #მეორე, ხოლო ნინა #პირველი რაცია იყო. მეც გავთიშე რაცია. ოთახში ავედი და ჩემს გარდერობში შევიხედე. წითელი, მოხდენილი კაბა ჩემს წითელ, ხუჭუჭ თმას უხდებოდა. კარადიდან ის გამოვიღე და ტანზე ლამაზად მოვირგე. კარებზე კაკუნი გაისმა.ოთახში ჩემი უფროსი ძმა, ლარი შემოვიდა, მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. მუდამ მიკრძალავდა გარეთ გასვლას და ასე ვთქვათ ვითომ "მამის" მაგივრობას მიწევდა. თუმცა მის გამო ბევრჯერ მიტირია. ჩემს ყოფილ მეგობარ ბიჭს კიმს მის გამო დავშორდი. - გამარჯობა ტეისი. - მითხრა მან. პასუხი არ გავეცი. - როგორ ხარ? - კარგად. - ვუპასუხე მოკლედ და ფეხსაცმელიც ჩავიცვი. - მაპატიე ლარი, ახლა არ მცალია. ნინამ უნდა მომაკითხოს. - ვუთხარი გასაღიზიანებლად. დედამ ლარის აუკრძალა რომ მე ძველებურად მომქცეოდა. - რაღაც გიყიდე... დიდი არაფერია. - თქვა დარცხვენილმა და პატარა ყუთი გამომიწოდა. - თვითონ ნახე. ყუთი გავხსენი,შიგნით ულამაზესი ყელსაბამი იდო, რაღაც გამოსახულებით. ყელსაბამი ხელიდან გამივარდა და უკან წავედი. ეს ყელსაბამი იყო ჩემი სიზმრიდან. სიზმარში სწორედ ეს მოვიშორე ყელიდან და სადღაც ბუჩქებში გადავაგდე. - რა იყო, არ მოგეწონა? - შეწუხდა ლარი. - არა რას ამბობ, ძალიან მომწონს! - მოვატყუე და ხელში ავიღე. შემეშინდა, თუმცა მაინც გავიკეთე ყელზე. - მადლობა ლარი. - არაფერს. - თქვა სწრაფად ოთახიდან გავიდა. ნეტავ რა მიზნით მაჩუქა? ბოდიშის მოხდის მიზნით? რის მიღწევას ცდილობდა ლარი? ამჯერად ტელეფონი აწკრიალდა. ნინა რეკავდა. - ჩამოდი ტეისი. - მითხრა მან. - კარგი. - ვუთხარი და ჩანთა ავიღე. გასვლისას სარკეში ჩახედვაც მოვასწარი, სხვათაშორის კარგად გამოვიყურებოდი. სათვალე გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. მე ხალხისთვის მორცხვი და კეთილი ტეისი ვიყავი. ამის შეცვლა მინდოდა, ვფიქრობ გამომივიდა კიდეც. კიბეზე მეზობელმა აიარა. გავიგონე როგორ თქვა: "ვაუ" და გავიღიმე. გარეთ გავედი და ჰაერში ჩავისუნთქე. - ჰეი ტეისი მაპატიე მაგრამ ჩასუნთქვას სხვა დროსაც მოასწრებ! - დამიძახა ნინამ და მეც ავჩქარდი. მასთან მივედი და წინ დავიკავე ადგილი. ნინას BMW x6 ყველაზე მაგარ მანქანად მიმაჩნდა მსოფლიოში. სიმართლე გითხრათ, მანქანებში,კომპიუტერებში პროფესიონალი ვიყავი. როდეაც კესის, ნინას ან სხვა მეგობრებს რამე დასჭირდებოდათ მე მირეკავდნენ. მეც ხალისით ვეუბნებოდი პასუხს. თანაც მე "ინფორმაციულ და საკონუმიკაციო ტექნოლოგიებზე" მქონდა ჩაბარებული და ჯგუფში მხოლოდ მე ვიყავი გოგო, ამიტომაც ყოველთვის საპატიო ადგილი მეჭირა. ნინასაც ეს მანქანა მე შევარჩევინე. მართალია ნინა მანქანებში ვერ ერკვეოდა, თუმცა მანქანას მაინც ჩინებულად ატარებდა. ახლაც დიდი სისწრაფით მიდიოდა და მანქანებს შორის ძვრებოდა. კესი ცოტა არ იყოს მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა მაინც მალე მივედით. ნინამ ახლა კესის დაურეკა. - კეს, გამოდი. - მოვდივარ - გაისმა კესის წკრიალა ხმა და კარის ჯახუნი. ნინამ ჩაიცინა და ტელეფონი მანქანის "სატელეფონოში" შეინახა. მალე კესი გამოჩნდა თავისი პაწია ჩანთით და მანქანაში ჩახტა. - გამარჯობა ხალხო. საიდან დავიწყოთ? - იკითხა მან. - #4 ქუჩაზე ახალი მაღაზია გახსნილა. - აღვნიშნე მე. - მაშინ იქით წავიდეთ. - თქვა ნინამ და მანქანა დაქოქა. კვლავ სწრაფად წავედით. მალე ბოძზე გამოკრული აბრა: "#4" დავინახეთ. - აბა, ტეისი, საით არის? - მმ... ხომ იცი ის ადგილი, ბელამ დაბადების დღე რომ გადაიხადა? - ვკითხე მე. - კი, ვიცი. საშინელი დღე იყო! - მაგის გვერძეა. დიდი მაღაზიაა. - კარგი. - მითხრა ნინამ და მანქანა ბელას დაბადების დღის შენობისკენ წაიყვანა. ზუსტად მაღაზიის წინ გააჩერა მანქანა. მაღაზია გარედან ვიცანი. თავზე გამოკრული იყო აბრა: "მოდის სამყარო" - ეს ადგილი მომწონს! - თავი დააქნია კესიმ და გაიღიმა. შიგნით შევედით. როგორც რეკლამაში ვნახე, აქაც უამრავი, უამრავი, უამრავი ტანსაცმელი იყო. - ვაუ, მართლაც ბევრი ტანსაცმელი ყოფილა. -თქვა ნინამ. - კარგი, დავათვალიროთ. მანამდე ვთქვათ რა გვინდა. მე ტეისის დაბადების დღისთვის ვერცხლისფერი მოკლე კაბა მინდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ტეისი, ლარი მოვა? - მკითხა ნინამ. ნინას ლარი მოსწონდა, არ ვიცი რატომ, რადგან ჩემს ძმას ვერ ვიტანდი. - არ ვიცი. მაგრამ საჩუქარი მაჩუქა. - ჩემს ყელსაბამს მოვკიდე ხელი. - ლამაზია, - მითხრა კესიმ და გაიღიმა. - მადლობა. მე ყვითელი მოკლე კაბა მინდა, ყვითელი ფეხსაცმლით. ასევე თმაც ყვითელი ბაფთით უნდა დავიმაგრო. - ყოჩაღ ტეისი, კეტებიანი გოგონა სად გაქრა? - მკითხა ნინამ. - კეტებიან გოგონასაც უნდა დასვენება. - ვუთხარი და რევენანსი გავუკეთე. სამივემ გავიცინეთ. - კესი, შენ რას ყიდულობ? - გახსოვთ მაშინ ვარდისფერი კაბა რომ ვნახეთ? მასეთი სტილის უნდა ვიყიდო. ულამაზესია. - კარგია. - ვუთხარი მე. - წამოდი, სასურველი კაბები მოვძებნოთ. პირველი სართული შესასვლელი იყო, აი მეორე სართულზე იწყებოდა ნამდვილი საოცრება! რამოდენიმე მაღაზიაში უშედეგოდ შევედით. თუმცა ერთ-ერთ მაღაზიაში ყვითელი კაბა შევნიშნე. მოკლე, სახელოების გარეშე. ჩემდა საბედნიეროდ ქვემოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ეწყო. მართალია მაღალქუსლიანი არ მინდოდა, თუმცა არცერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში არ ყოფილა ყვითელი ფეხსაცმელი. ორივე შევიძინე და ბარათით გადავიხადე. ახლა კესის და ნინას ჯერი იყო. ჯერ ნინამ მიაგნო სასურველ ვერცხლისფერ კაბას "ლეონარდო და ვინჩის" მაღაზიაში, შემდეგ კი კესიმ იყიდა ვარდისფერი, მუხლებამდე კაბა მოკლე სახელოებით. როდესაც ტანსაცმელები მოვითავეთ და სადაბადებისდღეოც და რამოდენიმე მოწონებული კაბაც ვიყიდეთ, აქსესუარების მაღაზიაში შევედით. ბაფთებიდან ყვითელი ავარჩიე და ის ვიყიდე. ამას კიდევ მოვაყოლე ყვითელი პატარა საყურეები, რაზეც "საუკეთესო მეგობარი" ეწერა. ხვალ ნამდვილი ვარსკვლავი ვიქნებოდი! ყვითლად ავინთებოდი. ეს მიხაროდა. ნინას ვეთანხმებოდი, კეტებიან გოგონას დასვენება მართლაც სჭირდებოდა. თანაც პატარა აღარ ვიყავი რომ კვლავ "კეტებით" მევლო. სერიოზულობა მმართებდა. დაქანცულები გავედით გარეთ. - გამიხარდა რომ ყველაფერი ასე მარტივად გავაკეთეთ. ერთ მაღაზიაში. - ვთქვი მე. - "კეტებიან გოგოს" ძველი ჩვევები გადმოჰყოლია, - ამოიოხრა ნინამ. მე გავიცინე. - რას ვიზამთ, ნინს, კეტებიანი გოგონა ჩემი ზედმეტსახელია.

2 comments: