Pages

Friday, 19 June 2015



საქართველოში იდეების მოფიქრება არასდროს უჭირდათ, თუმცა მსოფლიო მასშტაბით ქართული გამოგონებების წილი რომ ძალიან პატარაა, ესეც ფაქტია. ეს შეგვიძლია იმას დავაბრალოთ, რომ მსოფლიომ ქართველ გამომგონებლებზე ჯერ არაფერი იცის. "პალიტრა TV" ქართველი გამომგონებლებით დაინტერესდა.

გუგა ბერაიას სხვადასხვა ფეხსაცმლით გამოჩენა შეიძლება ბევრს გაუკვირდეს. მიზეზი ერთი აქვს - მობილურ ტელეფონში ელემენტი დაუჯდა. 17 წლის გამომგონებელმა, არც მეტი, არც ნაკლები, "აკუმულატორის დასამუხტი ფეხსაცმელი" შექმნა. 

36 წლის კახა კობერიძემ "კვალის ამრევი ფეხსაცმელი" 2010 წელს დააპატენტა იმ იმედით, რომ ეს ფეხსაცმელი ქართულ ჯარს გაძლიერებასა და განვითარებაში დაეხმარება.

მომღერალი თასი ქეიფის მოყვარულმა სამეგობრომ 7 წლის წინ შექმნა. სასმისის ეფექტურობის გასარკვევად, "პალიტრა TV"-მ ქართულ სუფრაზე ექსპერიმენტიც ჩაატარა...

ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ გამოგონებებისა, რომლებიც საქართველოში იქმნება. სამომავლოდ "პალიტრა TV"-ის ობიექტივში სხვა საინტერესო ადამიანები, არანაკლებ ორიგინალური გამოგონებებით მოხვდებიან.

ავტორები: ელენე ცინცაძე, ნინო ჭანია

Saturday, 14 September 2013

ყველაზე უცნაური ქიმიური რეაქცია რომელიც გაგაონგნებთ

პირველად ეს რეაქცია განს გენრიხმა შეამოწმა 1892 წელს რის შემდეგაც რეაქციას ”იოდის საათების რეაქცია დაარქვეს”
ხსნარი თავიდან მარმარილოს ფერს იღებს , ხოლო შემდეგ მომენტალურად მუქდება და ამასთან ერთად მას ძლიერ ასდის იოდის სუნი, ნახეთ ვიდეო

კატა , რომელიც ”გახვრიტეს”

1
ეს სურათი გადაღებულია 22 აგვისტვოს , ნიუ-იორკში.
ვეტერინარებმა საკმაოდ რთული გამოცდა ჩააბარეს , მათ გადაარჩინეს კატა , რომელსაც ისარი მუცელში ჰქონდა გაყრილი.ოპერაციამ 2 საათი გასტანა , თუმცა ეს საკმარისი არ აღმოჩნდა , კატა 4 დღის შემდეგ კვლავ დააბრუნეს საოპერაციო მაგიდაზე.
შინაური ცხოველის მდგომარეობა სტაბილურია , თუმცა მას სახლში არ აბრუნებენ.კატის პატრონები ირწმუნებიან , რომ ეს მათი ჩადენილი არაა და კატას ისარი მაშინ მოხვდა , როცა ის ეზოში დასეირნობდა.გამოძიების დასრულებამდე კატა ისევ ვეტერინარებთან დარჩება

მეცნიერებმა 2 თავიანი ზვიგენი იპოვეს

3
არსება , რომელიც ახლა სურათზეა არის 2 თავიანი ზვიგენი , რომელიც ნაპოვნი იქნა მექსიკის ზღვაში 2011 წლის 7 აპრილს.ამ უცნაური არსების შესახებ მეცნიერებმა ჟურნალ ournal of Fish Biology-ის შეატყობინა , რომელმაც გაშუქება არ დააყოვნა.
ყველა შემთხვევაში , ასეთი ზვიგენები მალევე კვდებიან და მყვინთავებსაც არ ჰქონიათ შანსი იგი ცოცლხად ეხილათ, ეს შემთხვევა კი გამონაკლისი იყო რადგან ორ თავიანი ზვიგენი სულ რამოდენიმე წუთის დაბადებული გახლდათ
0

იშვიათმა დაავადებამ მოზარდი მოხუცად აქცია.

00
ინდოეთის მცხოვრებს ალი ხუსეინ ხალს უიშვიათესი დაავადება სჭირს , იგი მხოლოდ და მხოლოდ 14 წლისაა თუმცა იგი როგორც სურათიდან ხედავთ იგი პენსიონერს გავს.მისი დები და ძმები ამ დაავადებამ უკვე შეიწირა.
ალამდე მის მშობლებს ოთხი შვილი ჰყავდათ , რომლებიც ამ დაავადებამ იმსხვერპლა, ყველაზე დიდ ხანს 22 წლის მანძილზე იკრამულმა იცოცხლა
3
ახლა ხუსეინების ოჯახში მხოლოდ ერთი ბავშვი დარჩა , 14 წლის ალი , რომელმაც იცის რომ შეიძლება სიცოცხლე ნებისმიერ მომენტში დაასრულოს , თუმცა იმედს არ კარგავს და ჯერა მისი ექიმის , რომელიც ირწმუნება , რომ იპოვა გზა რომელიც ალის სიცოცხლეს შეუნარჩუნებს , ვნახოთ მოახდენს თუ არა ექიმი სასწაულს…

დღეიდან ტანსაცმლის მოზომვა მარტივი აპლიკაციით შეგეძლებათ

)დღეიდან ტანსაცმლის მოზომვა მარტივი აპლიკაციით შეგეძლებათ
იაპონელები ყოველთვის ახერხებენ ჩვენს გაკვირვებას თავიანთი გამოგონებებით და ეს შემთხვევაც არაა გამონაკლისი.ერთი შეხედვით სარკე თურმე მომზომველის ფუნქციას ასრულებს.მის წინ ნახევრად შიშვლად უნდა დადგეთ და ხელის მარტივი მოძრაობით კი შეგიძლიათ მოიზომოთ ყველა ის ტანსაცმელი , რომელიც კონკრეტულ მაღაზიაშია , ნახეთ ვიდეო

სექს სკოლა ავსტრიაში

 
2011 წელს ავსტრიაში, ქალაქ ვენაში სექსის სკოლა გაიხსნა. ამ უჩვეულო სასწავლო დაწესებულებაში მოხვედრა ყველას შეუძლია, ვისაც 16 წელი შეუსრულდა.
სკოლა შვედმა ბიზნეს-ლედიმ, ილვა-მარია ტომპსონმა გახსნა. მისი თქმით, ეს პირველი სასწავლო დაწესებულებაა, რომელიც მსურველებს სექსს პრაქტიკაში შეასწავლის.
” სწავლების მთავარი მიზანია არა თეორია, არამედ პრაქტიკა. ჩვენ ადამიანი საუკეთესო საყვარლად უნდა ჩამოვაყალიბოთ. შევასწავლით სექსის პოზებს, ალერსის ტექნიკასა და ანატომიას”, – აცხადებს ტომპსონი.
სტუდენტები სკოლის საერთო საცხოვრებელში ერთად ცხოვრობენ და “საშინაო დავალებებსაც” ერთად ასრულებენ. ხორციელი სიყვარულის ხელოვნების შესწავლის მსურველები სემესტრში 2 200 დოლარს იხდიან. სკოლის დამთავრების შემდეგ კი მათ დიპლომებს გადასცემენ.
ბიზნეს-ლედი და მისი თანაგუნდელები დარწმუნებულნი არიან, რომ პროექტს დიდი წარმატება ელის. ავტრიაში კი მისმა დაარსებამ საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. თამამი სარეკლამო რგოლი, რომელზეც მოსიყვარულე წყვილი იყო გამოსახული, ადგილობრივმა ტელევიზიებმა ეთერში არ გაუშვეს.

Friday, 13 September 2013

ტეისი ლოურენსი (თავი პირველი)

მწარე მოგონებები...ვამპირები...სისხლისმსმელები... მკვდარი ადამიანები... - ააააა!! - წამოვვარდი. - სიზმარი იყო, სიზმარი. - ვიმშვიდებდი თავს. ოთახს თვალი მოვავლე. არეულ-დარეულობას დაესადგურა. ტანსაცმელი აქეთ იქით ეყარა, თითქოს ჩემს ოთახში ქარბორბალა ყოფილიყო. - ტეისი, საჭმელი მზადაა. - დამიძახა დედამ. ნელა ავდექი და ჩავიცვი. სააბაზანოში შესულმა კბილები გამოვიხეხე. სიზმარმა ცუდ გონებაზე დამაყენა. კიბეზე ჩავედი. - რამე მოხდა, ტეისი? - არაფერი, უბრალოდ ცუდი სიზმარი ვნახე. - ვუთხარი მე. - დაბადების დღის წინა დღეს ცუდი სიზმარი ნახე? ცუდი დასაწყისია, ხვალ ოცი წლის ხდები, ტეისი. - ვიცი, მაგრამ სიზმრებს მე არ ვარჩევ, სამწუხაროდ. - ვთქვი და საჭმლის ჭამას შევუდექი. დღეს მე და ჩემი მეგობრები ნინა და კესი საყიდლებზე მივდიოდით. ხვალისთვის კაბა სამივეს გვინდოდა, დაბადების დღეს კლუბში ვიხდიდი. დაბადების დღის დადგომა ყოველთვის მიხაროდა, საჩუქრები, მეგობრები,წვეულება... დღეს ყველაზე მეტად უნდა გამხარებოდა. ოქროს დაბადების დღეს კლუბში ვიხდიდი. ნინამ და კესიმ ტორტიც შეუკვეთეს. როდესაც ვეკითხებოდი როგორი იყო სულ ხითხითს იწყებდნენ. სტუდენტი ვიყავი, თუმცა ჯერ ივლისი იყო ამიტომაც გამოცდებიც მოშორებული მქონდა. დასვენებული ვიყავი. "ტეისი ლოურენსი" იტყოდა ხოლმე მასწავლებელი, "კვლავ შესანიშნავი ნამუშევარია, ოთხმოცდათვრამეტი ქულა აიღე" მეტყოდა, მე ნაზად გავუღიმებდი. ჭამას რომ მოვრჩი დივანზე ჩამოვჯექი და ტელევიზორი ჩავრთე. ყველა არხი ჩამოვიარე, თუმცა საინტერესო არაფერი იყო! კიდევ ერთი უინტერესო დღე, ესღა მაკლდა! ტელევიზორი გამოვრთე. უაზროდ არხებზე გადართვა-გადმორთვას რომ აზრი არ ჰქონდა მივხვდი. ავდექი და წიგნი "ჰარი პოტერი" გადმოვიღე. ბავშვობაში ეს წიგნი ძალიან მიყვარდა. შეიძლება ითქვას მასთან ერთად გავიზარდა. კითხვას შევუდექი. ვერც წიგნმა იმოქმედა. გამუდმებით ცუდზე ვფიქრობდი. უმიზეზოდ ვნერვიულობდი, რაზე არ ვიცი. მგონი იმაზე ვნერვიულობდი რომ რამეზე არ მენერვიულა. რა სისულელეა! უბრალოდ ცუდ ხასიათზე ვიყავი. წიგნი კვლავ თაროზე დავაბრუნე და ოთახში სიარულს მოვყევი. ორი საათი იყო. რაცია აწკრიალდა (მე,ნინა და კესი სამივესთან სალაპარაკოდ რაციას ვიყენებდით). რაციაზე "კესი" და "ნინა" დაეწერა. მწვანე ღილაკს დავაწექი. - გამარჯობა ტეისი! - შეჰყვირა ნინამ. - გამარჯობა ნინა. კესი აქ ხარ? - კი აქ ვარ. როგორ ხარ? - კარგად. - მოვატყუე. - თქვენ როგორ ხართ? - კარგად. დღეს საყიდლებზე რომ მივდივართ ხო არ დაგავიწყდა? - მკითხა კესიმ. - არა კესი, რას ამბობ. ერთი სული მაქვს როდის ამომძვრება სული იმ ჩახუთულობაში! - ვთქვი მე და სამივეს გაგვეცინა. - კარგით, კესი, ტეისი დღეს ორივეს გამოგივლით. - რომელ საათზე? - ვკითხე. - ნახევარ საათში ტეისის მივაკითხავ, მერე კესი შენთან მოვალთ. - ნინა უფრო მალე ვერ გამოხვალ ? -ვკითხე კვლავ ხუმრობით. ნინამ გაიცინა. - კარგი, კარგი. წავედი, ჩავიცვა მაინც. - კარგი მეც წავედი, ნინა, ტეისი. გელოდებით. - თქვა კესიმ და #მესამერაცია გაითიშა. მე #მეორე, ხოლო ნინა #პირველი რაცია იყო. მეც გავთიშე რაცია. ოთახში ავედი და ჩემს გარდერობში შევიხედე. წითელი, მოხდენილი კაბა ჩემს წითელ, ხუჭუჭ თმას უხდებოდა. კარადიდან ის გამოვიღე და ტანზე ლამაზად მოვირგე. კარებზე კაკუნი გაისმა.ოთახში ჩემი უფროსი ძმა, ლარი შემოვიდა, მასთან დაძაბული ურთიერთობა მქონდა. მუდამ მიკრძალავდა გარეთ გასვლას და ასე ვთქვათ ვითომ "მამის" მაგივრობას მიწევდა. თუმცა მის გამო ბევრჯერ მიტირია. ჩემს ყოფილ მეგობარ ბიჭს კიმს მის გამო დავშორდი. - გამარჯობა ტეისი. - მითხრა მან. პასუხი არ გავეცი. - როგორ ხარ? - კარგად. - ვუპასუხე მოკლედ და ფეხსაცმელიც ჩავიცვი. - მაპატიე ლარი, ახლა არ მცალია. ნინამ უნდა მომაკითხოს. - ვუთხარი გასაღიზიანებლად. დედამ ლარის აუკრძალა რომ მე ძველებურად მომქცეოდა. - რაღაც გიყიდე... დიდი არაფერია. - თქვა დარცხვენილმა და პატარა ყუთი გამომიწოდა. - თვითონ ნახე. ყუთი გავხსენი,შიგნით ულამაზესი ყელსაბამი იდო, რაღაც გამოსახულებით. ყელსაბამი ხელიდან გამივარდა და უკან წავედი. ეს ყელსაბამი იყო ჩემი სიზმრიდან. სიზმარში სწორედ ეს მოვიშორე ყელიდან და სადღაც ბუჩქებში გადავაგდე. - რა იყო, არ მოგეწონა? - შეწუხდა ლარი. - არა რას ამბობ, ძალიან მომწონს! - მოვატყუე და ხელში ავიღე. შემეშინდა, თუმცა მაინც გავიკეთე ყელზე. - მადლობა ლარი. - არაფერს. - თქვა სწრაფად ოთახიდან გავიდა. ნეტავ რა მიზნით მაჩუქა? ბოდიშის მოხდის მიზნით? რის მიღწევას ცდილობდა ლარი? ამჯერად ტელეფონი აწკრიალდა. ნინა რეკავდა. - ჩამოდი ტეისი. - მითხრა მან. - კარგი. - ვუთხარი და ჩანთა ავიღე. გასვლისას სარკეში ჩახედვაც მოვასწარი, სხვათაშორის კარგად გამოვიყურებოდი. სათვალე გავიკეთე და ქვემოთ ჩავედი. მე ხალხისთვის მორცხვი და კეთილი ტეისი ვიყავი. ამის შეცვლა მინდოდა, ვფიქრობ გამომივიდა კიდეც. კიბეზე მეზობელმა აიარა. გავიგონე როგორ თქვა: "ვაუ" და გავიღიმე. გარეთ გავედი და ჰაერში ჩავისუნთქე. - ჰეი ტეისი მაპატიე მაგრამ ჩასუნთქვას სხვა დროსაც მოასწრებ! - დამიძახა ნინამ და მეც ავჩქარდი. მასთან მივედი და წინ დავიკავე ადგილი. ნინას BMW x6 ყველაზე მაგარ მანქანად მიმაჩნდა მსოფლიოში. სიმართლე გითხრათ, მანქანებში,კომპიუტერებში პროფესიონალი ვიყავი. როდეაც კესის, ნინას ან სხვა მეგობრებს რამე დასჭირდებოდათ მე მირეკავდნენ. მეც ხალისით ვეუბნებოდი პასუხს. თანაც მე "ინფორმაციულ და საკონუმიკაციო ტექნოლოგიებზე" მქონდა ჩაბარებული და ჯგუფში მხოლოდ მე ვიყავი გოგო, ამიტომაც ყოველთვის საპატიო ადგილი მეჭირა. ნინასაც ეს მანქანა მე შევარჩევინე. მართალია ნინა მანქანებში ვერ ერკვეოდა, თუმცა მანქანას მაინც ჩინებულად ატარებდა. ახლაც დიდი სისწრაფით მიდიოდა და მანქანებს შორის ძვრებოდა. კესი ცოტა არ იყოს მოშორებით ცხოვრობდა, თუმცა მაინც მალე მივედით. ნინამ ახლა კესის დაურეკა. - კეს, გამოდი. - მოვდივარ - გაისმა კესის წკრიალა ხმა და კარის ჯახუნი. ნინამ ჩაიცინა და ტელეფონი მანქანის "სატელეფონოში" შეინახა. მალე კესი გამოჩნდა თავისი პაწია ჩანთით და მანქანაში ჩახტა. - გამარჯობა ხალხო. საიდან დავიწყოთ? - იკითხა მან. - #4 ქუჩაზე ახალი მაღაზია გახსნილა. - აღვნიშნე მე. - მაშინ იქით წავიდეთ. - თქვა ნინამ და მანქანა დაქოქა. კვლავ სწრაფად წავედით. მალე ბოძზე გამოკრული აბრა: "#4" დავინახეთ. - აბა, ტეისი, საით არის? - მმ... ხომ იცი ის ადგილი, ბელამ დაბადების დღე რომ გადაიხადა? - ვკითხე მე. - კი, ვიცი. საშინელი დღე იყო! - მაგის გვერძეა. დიდი მაღაზიაა. - კარგი. - მითხრა ნინამ და მანქანა ბელას დაბადების დღის შენობისკენ წაიყვანა. ზუსტად მაღაზიის წინ გააჩერა მანქანა. მაღაზია გარედან ვიცანი. თავზე გამოკრული იყო აბრა: "მოდის სამყარო" - ეს ადგილი მომწონს! - თავი დააქნია კესიმ და გაიღიმა. შიგნით შევედით. როგორც რეკლამაში ვნახე, აქაც უამრავი, უამრავი, უამრავი ტანსაცმელი იყო. - ვაუ, მართლაც ბევრი ტანსაცმელი ყოფილა. -თქვა ნინამ. - კარგი, დავათვალიროთ. მანამდე ვთქვათ რა გვინდა. მე ტეისის დაბადების დღისთვის ვერცხლისფერი მოკლე კაბა მინდა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით. ტეისი, ლარი მოვა? - მკითხა ნინამ. ნინას ლარი მოსწონდა, არ ვიცი რატომ, რადგან ჩემს ძმას ვერ ვიტანდი. - არ ვიცი. მაგრამ საჩუქარი მაჩუქა. - ჩემს ყელსაბამს მოვკიდე ხელი. - ლამაზია, - მითხრა კესიმ და გაიღიმა. - მადლობა. მე ყვითელი მოკლე კაბა მინდა, ყვითელი ფეხსაცმლით. ასევე თმაც ყვითელი ბაფთით უნდა დავიმაგრო. - ყოჩაღ ტეისი, კეტებიანი გოგონა სად გაქრა? - მკითხა ნინამ. - კეტებიან გოგონასაც უნდა დასვენება. - ვუთხარი და რევენანსი გავუკეთე. სამივემ გავიცინეთ. - კესი, შენ რას ყიდულობ? - გახსოვთ მაშინ ვარდისფერი კაბა რომ ვნახეთ? მასეთი სტილის უნდა ვიყიდო. ულამაზესია. - კარგია. - ვუთხარი მე. - წამოდი, სასურველი კაბები მოვძებნოთ. პირველი სართული შესასვლელი იყო, აი მეორე სართულზე იწყებოდა ნამდვილი საოცრება! რამოდენიმე მაღაზიაში უშედეგოდ შევედით. თუმცა ერთ-ერთ მაღაზიაში ყვითელი კაბა შევნიშნე. მოკლე, სახელოების გარეშე. ჩემდა საბედნიეროდ ქვემოთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც ეწყო. მართალია მაღალქუსლიანი არ მინდოდა, თუმცა არცერთ ფეხსაცმლის მაღაზიაში არ ყოფილა ყვითელი ფეხსაცმელი. ორივე შევიძინე და ბარათით გადავიხადე. ახლა კესის და ნინას ჯერი იყო. ჯერ ნინამ მიაგნო სასურველ ვერცხლისფერ კაბას "ლეონარდო და ვინჩის" მაღაზიაში, შემდეგ კი კესიმ იყიდა ვარდისფერი, მუხლებამდე კაბა მოკლე სახელოებით. როდესაც ტანსაცმელები მოვითავეთ და სადაბადებისდღეოც და რამოდენიმე მოწონებული კაბაც ვიყიდეთ, აქსესუარების მაღაზიაში შევედით. ბაფთებიდან ყვითელი ავარჩიე და ის ვიყიდე. ამას კიდევ მოვაყოლე ყვითელი პატარა საყურეები, რაზეც "საუკეთესო მეგობარი" ეწერა. ხვალ ნამდვილი ვარსკვლავი ვიქნებოდი! ყვითლად ავინთებოდი. ეს მიხაროდა. ნინას ვეთანხმებოდი, კეტებიან გოგონას დასვენება მართლაც სჭირდებოდა. თანაც პატარა აღარ ვიყავი რომ კვლავ "კეტებით" მევლო. სერიოზულობა მმართებდა. დაქანცულები გავედით გარეთ. - გამიხარდა რომ ყველაფერი ასე მარტივად გავაკეთეთ. ერთ მაღაზიაში. - ვთქვი მე. - "კეტებიან გოგოს" ძველი ჩვევები გადმოჰყოლია, - ამოიოხრა ნინამ. მე გავიცინე. - რას ვიზამთ, ნინს, კეტებიანი გოგონა ჩემი ზედმეტსახელია.

Wednesday, 11 September 2013

ვიდეო , რომლითაც შეგიძლიათ ნახოთ , თუ რა ხდება კანქვეშ როცა კოღო გკბენთ


სამყაროში უცნაური პეპელა გამოჩნდა , ნომრით 89

სამყაროს ახალი წევრი ყავს , რომელიც აქამდე არსად შეუმჩევიათ , ახლა კი ძირითადად ტროპიკულ ადგილებში ნახულობენ.პეპელა ნომრით 89 (ხანდახან 88)
1
89 Butterfly (Callicore aurelia)

ჯინსი , რომელიც სხეულის ტემპრატურის მიხედვით ფერს იცვლის

00
კანადურმა ფირმამ სახელწოდებით Naked & Famous-მა აწარმოვა ჯინსები , რომლებიც სხეულის ტემპრერატურის შეცვლის შედეგად ფერს იცვლიან.თუ თქვენ გცივათ ჯინსი მაშინვე ცისფერი გახდება , ხოლო საკმარისია გათბეთ და იგი კვლავ თეთრი ფერის ხდება.იგი უკვე გაყიდვადია მაღაზიებში და მისი ფასი 240$-ია.ხო და კიდევ , არ გეგონოთ რომ რაიმე საღებავს იყენებენ , მთელი საიდუმლო ნაჭერშიაა

ესპანეთის სანაპიროზე უცნობი ზღვის ურჩხული იპოვეს

0
ქალაქ ვილარიკოსის სანაპიროზე შეამჩნიეს 4 მეტრი სიგრძის ”არსება” , რომელიც მისი მონაცემებით არც ისტორიაში და არც თანამედროვე სამყაროში ნახსენები არაა , მას უკვე შეურჩიეს სახელი ”თევზი-მონსტრი”
ეს არსება ადგილიდან მალევე მოაშორეს , თუმცა მასზე ინფორმაცია მალევე გავრცელდა და მოსახლეობა შეშინებულია , წყალში ჩასვლას კი მხოლოდ ისინი არ ერიდებიან , ვისაც ”ურჩხულების” არ ეშინიათ
1

ახალ ზელანდიაში ძროხამ მუტანტი გააჩინა

Deformed Calf Stillborn On New Zealand Dairy
სურათზე ხედავთ მუტანტს , რომელიც არც მეტი არც ნაკლები ძროხამ გააჩინა. მას 8 ფეხი და 4 ყური აქვს და მხოლოდ და მხოლოდ 1 თავი.ფერმერებს თავიდან ეგონათ რომ ძროხას ტყუპები ყავდა , მაგრამ ხელში ამაზე უცნაური შემთხვევა შეჰხვდათ.
რათქმაუნდა ეს არსება მალევე მოკვდა , თუმცა იგი სპეციალისტებმა შესასწავლად წაიღეს , რათა მისი გენეტიკური მუტაცია გამოიკვლიონ
Deformed Calf Stillborn On New Zealand Dairy

თქვენს წინაშეა ადამიანი , რომელიც უკვე 20 წელია გამოქვაბულში ცხოვრობს

0
ფენ მინგაშმა 1993 წელს რატომღაც გადაწყვიტა რომ იგი თანამედროვე სამყაროს მხარს ვერ აუბამდა და ამიტომ ყველასგან იზოლირება გადაწყვიტა და 53 მეტრი სიმაღლის გამოქვაბულში დაიწყო ცხოვრება , ისე როგორც პირველყოფილმა ადამიანმა ყველანაირი ტექნიკის და ტანსაცმელის გარეშე.
1
მართალია იგი ყველსგან მოწყვეტილია და კონტაქტს არავისთან ამყარებს , მაგრამ ადგილობრივები მის მდგომარეობის კონტროლს მაინც ახერხებენ

ჩინელი , რომელსაც 24 წლის მანძილზე გული მუცელში ჰქონდა

1
ამ 24 წლის აზალგაზრდამ სახელად ხუან რონმინგი იცოცხლა ისე , რომ მას გული მუცელში ჰქონდა , რაც თავისთავად ხელს უშლიდა მის სუნთქვას , ხუანს არ შეეძლო თამამად სიარული და ფიზიკურად დატვირთვა.ამასთან ერთად მან მისი ცხოვრების ყოველი წამი სიკვდილის მოლოდინში გაატარა.
ექიმებს დავიდანვე ეეჭვებოდათ მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა და მის გარდაცვალებას დაბადებიდან რამოდენიმე დღეში გეგმავდნენ ,თუმცა გავიდა 24 წელი და რახან ხუანის მდგომარეობა უკვე საგანგაშო გახდა , გადაწყვიტეს მისთვის ოპერაცია გაეკეთებინათ , რომელიც 33 , 000 $ ჯდებოდა , ოჯახმა ვერ შეძლო თანხების მოგროვება თუმცა ხუანს ბევრი სპონსორი გამოუჩნდა და საბოლოოდ ოპერაცია გაკეთდა , რომელიც 10 საათი გრძელდებოდა.
3
ახლა მას გული თავის ადგილას აქვს , ისევე როგორც ჩვენ ყველას ვინც ამ პოსტს ვკითხულობთ. გარკვეული ვარჯიშების და დიეტების შემდეგ მისი გული ისეთ ფორმაში ჩადგება , როგორც ყველასი

Tuesday, 10 September 2013

საბჭოთა კავშირის 10 უდიდესი საიდუმლო

● იმ დროის უდიდესი ბირთვული კატასტროფა.თუკი ისტორიის ყველაზე საშინელ ბირთვულ კატასტროფაზე ჩამოვარდება საუბარი, პირველად ალბათ ჩერნობილი და ფუკუშიმა გაგახსენდებათ. მცირეოდენმა თუ იცის 1957 წლის კიშტიმის ტრაგედიის შესახებ, რომელიც ოზიორსკში, ჩელიაბინსკის ოლქში მოხდა, რუსეთის სამხრეთ ნაწილში. ჩერნობილის მსგავსად ამ კატასტროფის მიზეზიც არასწორი გადაწყვეტილებები იყო, კონკრეტულად კი უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა. 6-ვე რეაქტორი განლაგებული იყო ყიზილტაშის ტბის სიახლოვეს, გამაგრილებელი სისტემა კი რადიაციით დაბინძურებულ წყალს პირდაპირ ტბაში უშვებდა. მაღალი რადიაციის მქონე ნარჩენები საბოლოოდ მდინარე ობში ხვდებოდა, იქიდან კი – ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში. 1953 წელს დაამატეს თხევადი ნარჩენების შესანახი მოწყობილობა, რომელიც შედგებოდა 8 მ სიღრმეში ბეტონში ჩაშენებული ფოლადის ცისტერნებისგან. რადიოაქტიურობის მაღალი დონის გამო ნარჩენები ხურდებოდა, რის აღმოსაფხვრელადაც გამაგრილებელი სისტემები დააყენეს. 1957 წელს ერთ-ერთი ცისტერნის გამაგრილებელი სისტემა, რომელიც 70-80 ტონა სითხეს მოიცავდა, წყობიდან გამოვიდა და შეკეთება შეუძლებელი გახდა, ამის შემდეგ დიდი ხნის განმავლობაში უყურადღებოდ მიგდების გამო ტემპერატურამ 350 გრადუსამდე აიწია და მოხდა 70-100 ტონა ტროტილის ექვივალენტი ქიმიური აფეთქება, რამაც 160 ტონიანი ბეტონის სახურავი მიწისქვეშეთიდან ჰაერში აისროლა. რადიოაქტიური ნალექები 20 000 კვ. კმ-ზე გავრცელდა, აფეთქებიდან 10-11 საათის შემდეგ რადიოაქტიურმა ღრუბელმა 350 კმ-ით გადაინაცვლა ჩრდილოეთით. რადიოაქტიური გამოსხივება დაახლოებით 270 000 ადამიანს მიწვდა, ევაკუაციისას კი 11 000 ადამიანს გაუნადგურდა საცხოვრებელი. მხოლოდ 1976 წელს ეცნობა დასავლეთს ეს ამბავი საბჭოთა ემიგრანტის ჟორეს მედვედევის მიერ, ხოლო დეტალები საქვეყნოდ ცნობილი გახდა 1989 წელს, ჩერნობილის მოვლენიდან 3 წლის შემდგომ.
● ადამიანი მთვარეზე.1961 წლის მაისში აშშ-ის პრეზიდენტმა ჯონ კენედიმ განაცხადა, რომ ათწლეულის მიწურულისთვის მთვარეზე ადამიანს დასვამდნენ. მანამდე საბჭოთა კავშირმა რამდენიმე რევოლუციური პროექტი განახორციელა, როგორიც იყო პირველი ობიექტის გაშვება ორბიტაზე, პირველი ცხოველი კოსმოსში და პირველი ადამიანი კოსმოსში. მიუხედავად ამისა, 1969 წლის 20 ივლისს პირველი ადამიანი, რომელმაც დედამიწის ბუნებრივ თანამგზავრზე ფეხი დადგა, არა საბჭოელი, არამედ ამერიკელი ნილ არმსტრონგი იყო. თუმცა სსრკ-მ ამ შეჯიბრზე თავიდანვე უარი განაცხადა და 1990 წლამდე მთვარის პროგრამების არსებობას უარყოფდა – ამით ინახავდნენ საიდუმლოდ ინფორმაციას გარკვეულ ექსპედიციებზე, სანამ წარმატებას არ მიაღწევდნენ. 1981 წელს საბჭოთა კავშირმა ნაწილობრივი აღიარება გააკეთა, როცა 1971 წელს გაშვებული უპილოტო ხელოვნური თანამგზავრი Космос 434 ავსტრალიის ცაზე გამოჩნდა. ავსტრალიის მთავრობამ იეჭვა, რომ ხომალდზე შესაძლოა, ბირთვული მასალა იყო, რის გამოც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრს მოუწია ახსნა-განმარტების მიცემა, რომ ეს იყო მთვარის ექსპერიმენტული კაბინა. პროგრამის სხვა დეტალები, როგორიცაა საცდელი გაშვებები, საიდუმლოდ დარჩა. 1990 წლიდან გაირკვა, რომ 60-იანებში კომუნისტებმა სცადეს, განეხორციელებინათ ორი საიდუმლო პროგრამა: უპილოტო ზონდი Soyuz 7K-L1 (1967-70 წწ.) და პილოტირებული Soyuz 7K-LOK (1970-74 წწ.), თუმცა საცდელ ფრენაშივე ორივე ექსპერიმენტმა კრახი განიცადა და პირველი 1970 წელს, ხოლო მეორე 1976 წელს გააუქმეს. ამერიკელების მიერ რამდენიმე წარმატებული მისიის განხორციელების გამო სსრკ ამ მარცხს დიდხანს მალავდა.
● ხელოვნება.1990-იანებში ჟურნალისტებსა და დიპლომატებს წარუდგინეს მუზეუმი, რომელიც უზბეკეთის შორეულ ქალაქ ნუკუსში მდებარეობდა. მუზეუმი შეიცავდა ხელოვნების ასობით ნიმუშს, რომლებიც სტალინის რეჟიმის საწყის პერიოდში შეიქმნა. ეს ის დრო იყო, როცა მხატვრებს აიძულებდნენ, შემოქმედებისას კომუნისტური პარტიის იდეოლოგიით ეხელმძღვანელათ. ნებისმიერი ღირებული და საინტერესო ნაშრომი, რომელიც ამ იდელოგიას ეწინააღმდეგებოდა, დასაკარგად ან განადგურებისთვის იყო განწირული და ასეც მოხდებოდა, რომ არა კოლექციონერი იგორ სავიცკი. ის სტუმრობდა ფერმწერებს და არწმუნებდა მათ და მათი ოჯახის წევრებს, მისთვის მიენდოთ ნამუშევრები, რომლებსაც შემდგომ ინახავდა ნუკუსში, ასობით კმ სიგრძის უდაბნოთი გარშემორტყმულ ქალაქში. ეს მოვლენა საინტერესოა იმ მხრივ, რომ ხელოვნების ნიმუშები არამარტო დასავლეთის, არამედ მჩაგვრელი საბჭოური რეჟიმის თვალსაც ემალებოდა. სხვა საკითხია, რამდენად ღირებულია ნიმუშები შემოქმედების თვალსაზრისით, მაგრამ ისტორიული კუთხით უდავოდ დიდი ღირებულება აქვთ.
● კოსმონავტის სიკვდილი.საბჭოელებმა არამარტო ფრენების შესახებ არსებული ინფორმაცია გაასაიდუმლოეს, არამედ პირველი კოსმონავტის სიკვდილიც. ვალენტინ ბონდარენკო გამოცდის დროს დაიღუპა 1961 წლის მარტში. დასავლეთისთვის მისი არსებობა უცნობი იყო 1982 წლამდე, ფართო საზოგადოებისთვის კი – 1986 წლამდე. სპეციალურ კამერაში მოთავსებულმა ბონდარენკომ სერიოზული შეცდომა დაუშვა – მას შემდეგ რაც მოიშორა სამედიცინო სენსორი და კანი ალკოჰოლიანი ბამბით გაიწმინდა, ბამბა დააგდო ცხელ ფირფიტაზე, რომელზეც ჩაის ადუღებდა ხოლმე. ბამბა მაშინვე აალდა და ცეცხლმა ზომაში სწრაფი მატება დაიწყო, რადგან კამერაში ჰაერის მინიმუმ 50% ჟანგბადი იყო. ბონდარენკომ ალის ჩაქრობა სახელოთი სცადა, რის შემდეგაც ცეცხლი მის ტანსაცმელს მოედო. კარის გაღება მხოლოდ ნახევარი საათის შემდეგ მოხერხდა და ამ დროს კოსმონავტს უკვე მესამე ხარისხის დამწვრობა ჰქონდა მიღებული. სხეულის ერთადერთი ადგილი, რომელიც ცეცხლს გადაურჩა, ფეხისგულები იყო. მხოლოდ აქ მოახერხა ექიმმა სისხლძარღვის პოვნა, რათა ნემსი გაეკეთებინა. თმა, კანი და თვალები ცეცხლს გაენადგურებინა. მან გაჭირვებით მხოლოდ ესღა ამოილუღლუღა: „საშინლად მტკივა… გთხოვთ, რამე იღონეთ… გამიყუჩეთ ტკივილი…” 16 საათში ბონდარენკო მიღებული დაზიანებებისა და შოკის შედეგად გარდაიცვალა.
● ისტორიის ერთ-ერთი უდიდესი შიმშილობა.1932 წლის შიმშილობის შესახებ ინფორმაცია დიდი ხნის განმავლობაში იყო გასაიდუმლოებული. 30-იანების დასაწყისში რიგი საბჭოური ეკონომიკური ცვლილებების შედეგად სიტუაცია მკვეთრად გაუარესდა და საბოლოო შედეგი უკრაინაში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგის რეგიონსა და ყაზახეთში რამდენიმე მილიონი ადამიანის სიკვდილი აღმოჩნდა. ალბათ რთული წარმოსადგენია, როგორ უნდა დაუმალო მსოფლიოს მსგავსი მოვლენა, მაგრამ სტალინი და მისი მოკავშირეები ამას ახერხებდნენ, რაცხავდნენ რა ყველანაირ ინფორმაციას ანტისაბჭოურ პროპაგანდად. გარკვეული ცნობები გააჟღერა „New York Times”-მა და რამდენიმე გაზეთმა, მაგრამ საბჭოთა კავშირის მთავრობამ მოიწვია გავლენიანი უცხოელები და წინასწარ დაგეგმილი სცენარი გაითამაშეს: მაღაზიები საკვებით აავსეს, ქუჩები დარეცხეს და დაასუფთავეს, გლეხები და ზოგადად ჩვეულებრივი მოსახლეობა კომპარტიის წევრებით ჩაანაცვლეს. სტუმრებსაც სხვა არაფერი დარჩენოდათ გარდა იმისა, რომ სამშობლოში დაბრუნებისას ეთქვათ, ხმები მასიურ შიმშილობაზე მხოლოდ ჭორიაო. უფრო მეტიც, საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა უკრაინა აღწერა, როგორც „მთლიანად აყვავებული ბაღი”. მონაცემების დეკლასიფიცირება და ანტისაბჭოური პროპაგანდის სტატუსის მოხსნა მხოლოდ 1990 წლიდან დაიწყო.
● ეკრანოპლანი.1966 წელს ამერიკულმა ჯაშუშურმა თანამგზავრმა დააფიქსირა ობიექტი, რომელიც გამოიყურებოდა, როგორც დაუსრულებელი რუსული საზღვაო თვითმფრინავი. ის ზომაში უფრო დიდი იქნებოდა, ვიდრე ამერიკული თვითმფრინავები. უფრო მეტიც – ექსპერტების დაანგარიშებით, შესაბამისი ზომის ფრთებიც რომ ჰქონოდა, ნორმალური ფრენა ძალიან გაუჭირდებოდა. ამერიკელები საგონებელში ჩავარდნენ, მაგრამ დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მხოლოდ 25 წლის შემდეგ შეძლეს, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ე.წ. კასპიის ზღვის მონსტრი, ერთ-ერთი ეკრანოპლანი – შუალედური ვერსია თვითმფრინავსა და გემს შორის. დიზაინი იმგვარად იყო შექმნილი, რომ წყლის ზედაპირიდან ან ხმელეთიდან მხოლოდ რამდენიმე მეტრის სიმაღლეზე დაფრინავდა. მიუხედავად იმისა, რომ პროექტის დაფინანსება ფაქტიურად შეუზღუდავი იყო, სახელის ხსენებაც კი იკრძალებოდა. ეკრანოპლანებს შეეძლოთ ასობით ადამიანის ან რამდენიმე ტანკის დატევა, მოძრაობდნენ რადარით აღმოჩენის არეალის ქვემოთ 560-740 კმ/სთ სიჩქარით. მათ სჭირდებოდათ ნაკლები საწვავი, ვიდრე თანამედროვე სატვირთო თვითმფრინავებს, აღემატებოდნენ ზომაშიც. საბჭოელებს აგებული ჰქონდათ Boeing 747-ზე 1.5-ჯერ გრძელი ეკრანოპლანი, რომელსაც ჰქონდა რეაქტიული თვითმფრინავის 8 ძრავა და ბირთვული რაკეტების 6 სატყორცნი დანადგარი.
● ყველაზე უარესი სარაკეტო მარცხი ისტორიაში.საბჭოელების უყურადღებობასა და დაუდევრობას მხოლოდ ბირთვული კატასტროფა არ გამოუწვევია. 1960 წლის 23 ოქტომბერს ისინი ემზადებოდნენ ახალი, ტოპ საიდუმლო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტის R-16-ის გასაშვებად. ახალი ტიპის საწვავით აღჭურვილი რაკეტა სპეციალურ სადგამში მოათავსეს, გარშემო კი უამრავი სპეციალისტი ეხვია. ცოტა ხანში რაკეტიდან აზოტმჟავამ დაიწყო გაჟონვა. აქედან ერთადერთი გონივრული გამოსავალი ყველას სასწრაფო წესით ევაკუაცია იყო, მაგრამ პროექტის ხელმძღვანელმა მიტროფან ნედელინმა გაჟონვის ადგილების ამოვსება და ამ გზით დაზიანების გამოსწორება ბრძანა. როდესაც გარდაუვალი აფეთქება მოხდა, სადგამში მყოფი ეკიპაჟის წევრები ადგილზევე დაიხოცნენ. ტემპერატურა იმდენად გაიზარდა, რომ გუდრონირებული გზატკეცილი დაადნო, რის გამოც უამრავი ადამიანი, რომლებიც გაქცევას ცდილობდნენ, რბილ მასაში გაიჭედნენ და ცოცხლად დაიწვნენ. მთლიანობაში დაიხოცა 120-ზე მეტი ადამიანი და შემთხვევა ითვლება ისტორიის ყველაზე საშინელ სარაკეტო მარცხად. საბჭოთა პროპაგანდის მანქანა ცხადია, საქმეში ჩაერთო და ამბავი მიჩქმალა, ნედელინის სიკვდილის მიზეზად კი თვითმფრინავის ავარია გამოაცხადეს. მხოლოდ 1989 წელს გამოქვეყნდა პირველი ანგარიში, მოგვიანებით კი დაღუპულთა პატივსაცემად ინციდენტის ადგილას ობელისკი დაიდგა.
● ყვავილის ეპიდემია.1948 წელს საბჭოთა კავშირში, ვოზროჟდენიას კუნძულზე (არალის ზღვა) შეიქმნა საიდუმლო ლაბორატორია ბიოლოგიური იარაღების დასამზადებლად. მთავარი მიზანი იყო, ციმბირის წყლული და ბუბონის ჭირი იარაღებად ექციათ. მათ ასევე განავითარეს ბიოლოგიური იარაღი დაავადება ყვავილისგან, 1971 წელს კი ექსპერიმენტისას ვირუსი მოულოდნელად მოსახლეობაში გავრცელდა (უცნობია, გამიზნულად თუ შემთხვევით) და თან საკმაოდ სწრაფად. 10 ადამიანი დაავადდა, მათგან 3 გარდაიცვალა. სასწრაფო წესით მოხდა ასობით ადამიანის კარანტინში მოთავსება, ხოლო ახლომახლო მცხოვრებ 50 000 ადამიანს 2 კვირის განმავლობაში უკეთებდნენ ვაქცინას. ფართო საზოგადოებისთვის ეს ინციდენტი მხოლოდ 2002 წელს გახდა ცნობილი, მანამდე მოსკოვი არც კი აღიარებდა ამ მოვლენის არსებობას, მიუხედავად მისი მასშტაბებისა და დოკუმენტურად აღრიცხული ინფორმაციისა. რთული წარმოსადგენი არაა, რა მოხდებოდა, ეს იარაღი რომ ტერორისტების ხელში აღმოჩენილიყო.
● ათობით საიდუმლო ქალაქი.სამხრეთ რუსეთში არსებობს ქალაქი, რომელიც წარსულში არ ჰქონდათ აღრიცხული რუკაზე, იქ არ ჩერდებოდა ავტობუსები, არც საგზაო ნიშნები უთითებდნენ მისკენ მიმართულებას. ამ ქალაქს ოზიორსკი ჰქვია და მიუხედავად იმისა, რომ ამჟამად აქ 80 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, წარსულში მასზე მცირეოდენს თუ ჰქონდა ინფორმაცია. გასაიდუმლოების პერიოდში მოიხსენიებოდა, როგორც ჩელიაბინსკ-65, თუმცა ჩელიაბინსკიდან 80-იოდე კმ აშორებდა. რუსეთშიც კი მხოლოდ 1986 წელს გაიგეს მის შესახებ. ამ ყველაფრის მიზეზი ის იყო, რომ ოზიორსკში ბირთვული საწვავის ქარხანა იყო, რომელშიც 1957 წელს ცისტერნა აფეთქდა. თუმცა ქალაქის გასაიდუმლოების გამო კატასტროფას სახელი ეწოდა 10 კმ-ის მოშორებით მდებარე ქალაქის, კიშტიმის მიხედვით. ოზიორსკი მხოლოდ ერთ-ერთია საბჭოთა კავშირის ათობით საიდუმლო ქალაქიდან. ჯერჯერობით 42 მათგანია ცნობილი, თუმცა არის ეჭვები, რომ კიდევ მსგავსი 15 ქალაქი არსებობს. ამ ქალაქების მოსახლეობას მიეწოდებოდა უკეთესი საკვები, ჰქონდათ გაუმჯობესებული სკოლები და ზოგადად ცხოვრების პირობები. უცხოელებს იშვიათად უშვებდნენ ამ ქალაქებში, ამ დროსაც მუდმივად მრავალრიცხოვანი დაცვა ახლდათ თან.
● კატინის ხოცვა-ჟლეტა.1940 წელს ლავრენტი ბერიას ინიციატივით და სტალინის მხარდაჭერით, საბჭოელებმა დახოცეს 22 000-ზე მეტი პოლონელი პატიმარი და საერთო სასაფლაოზე დამარხეს. დახოცილთა შორის იყვნენ პოლიციელები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, თანამდებობის პირები, მღვდლები და ა.შ. კომუნისტებმა ამ ამბავში ოფიციალურად ნაცისტები დაადანაშაულეს და მომხდარში პასუხისმგებლობა 1990 წლამდე არ აუღიათ. ეს ისტორია იმითაა გამორჩეული, რომ დამალვაში მონაწილეობდა არამარტო საბჭოთა კავშირი, არამედ მისი მოკავშირე აშშ-ისა და დიდი ბრიტანეთის მთავრობები. ლონდონში მცხოვრები პოლონელების მსგავსად, ჩერჩილიც იზიარებდა იმ პოზიციას, რომ ეს ბოლშევიკების ნამოქმედარი იყო. მიუხედავად ამისა, ის მოუწოდებდა პოლონეთის დევნაში მყოფ მთავრობას, შეეწყვიტათ ბრალდებები, იდევნებოდა პოლონურ ენაზე გამოცემული გაზეთები და აფერხებდა საერთაშორისო წითელი ჯვრის მიერ ჩატარებულ დამოუკიდებელ გამოძიებას. ფრანკლინ რუზველტიც ანალოგიურად არავის რთავდა სტალინის დადანაშაულების ნებას. ფაქტობრივად, ერთადერთი ხელისუფლება, რომელიც წლების განმავლობაში ამ საკითხზე სიმართლეს ღაღადებდა, ნაცისტური გერმანია იყო – კიდევ ერთი რამ ამ მოვლენაში, რაც საკმაოდ იშვიათი შემთხვევაა.

წყარო : http://charliuss.com

იშვიათი ალბინოსი ალიგატორი (ერთ-ერთი თორმეტთაგანი)

image
ფლორიდას შტატის ცოცხალი ბუნების პარკ Gatorland-ში უცნაური ალიგატორი გაჩნდა, რომელსაც ძალიან იშვიათი პიგმენტაცია-ლეიკიზმი აღენიშნება. ამ დროს სხეულის მხოლოდ მცირედი ნაწილია შეფერილი, ხოლო თვალებს ცისფერი ფერი ახასიათებს.
22 წლის მამრი Bouya Blan (ფრანგულიდან brouillard blanc “თეთრი ნისლი”) მსოფლიოში ასეთი შეფერილობის 12 ალიგატოს შორის ერთ-ერთია. 1986 წელს სამშენებლო კომპანიის თანამშრომლებმა ლუიზიანას ერთ-ერთ ჭაობში 17 თეთრი ალიგატორის ნაშიერი იპოვეს, რომლებიც მაშინვე ნიუ-ორლეანის ზოოპარკში გადაყვანეს. Gatorland-ში კიდევ 3 მამრი ცხოვრობს.
თავისი შეფერილობის გამო ეს ცხოველები ძალიან იშვიათად გვხვდება ბუნებაში, რადგან ისინი მალე იღუპებიან სხვა მტაცებლების ხელით. ასევე თეთრი ალიგატორი ძალიან მგრძნობიარეა მზის პირდაპირი სხივების მიმართ და ესაჭიროება დ ვიტამინის გაზრდილი დოზა.

მოდელი ბავშვები







იაპონელმა დახატა ურთულესი ლაბირინთი..


ეს არი ურთულესი ლაბირინთი ,რომელსაც იაპონელი ხელით ხატავდა 7  წლის განმავლობაში

Monday, 9 September 2013

Apple მზად არის ძველი iPhone ჩასაბარებლად ახლის სანაცვლოდ

00
კომპანია Apple  ემზადება  დაიწყოს  გაცვლის  პროგრამა  პროგრამა  -  ძველი  iPhone-ს  გადაცვლა  ახალზე. ჩააბარებთ  მაღაზიაში  ძველ  მოდელს  დაამატებთ  ცოტას  და  მიიღებთ  ახალ  მოდელს. ეს  პროექტი  30  აგვისტოსათვის  დაიწყება. ვისაც  iPhone  გადაცვლა  უნდა  აუცილებელია  მიიტანონ  ძველი   iPhone   Apple Store  ნებისმიერ  მაღაზიაში აშშ-ში, სადაც  სპეციალისტები  შეაფასებენ  ძველ   iPhone    და  იტყვიან  თუ  რამდენი  ექნება  დასამატებელი  ახალი  აიფონისათვის.
2

10 ყველაზე პატარა ნივთი

10. პისტოლეტი
10 самых маленьких вещейამ  პისტოლეტს  შეუძლია  ყველაფერი  რაც  ჩვეულებრივ  პისტოლეტს  და  ასევე   აქვს  საათიც. 
9. მატარებლის  მოდელი
10 самых маленьких вещей
აქ  არა  მხოლოდ  ის  არის  გასაოცარი,  რომ  ძალიან  რეალურია ხეებს,  ბალახების  თუ  მღების  მოდელი,  არამედ ისიც,  რომ  მოძრაობს  5  ვაგონიანი  მატარებელი  წრეზე.  მატარებლის  ეს  ყველაზე  პატარა  მოდელი ააწყო  დევიდ  სმიტმა  სულ  რაღაც  $12.
8. მინი-ავტო
10 самых маленьких вещей
პირველი  ავტომობილი Peel P50 Microcar,  რომელიც  შეიქმნა  1962 – 1965  წლებში.  2008  ისევ  აქტუალური  გახდა  ეს  მინი  ავტომობილი,  იმის  შემდეგ,  რაც  ჯერემი  კლარკსონმა  გადაიღო  თავის  პოპულარულ  ბრიტანულ  პროგრამაში  ”Top Gear”.  ეს  პატარა  ავტომობილი  დიდ  ბრიტანეთში  გაიყიდა  200  ფუნტ  სტერლინგად.
7. კამერა.
10 самых маленьких вещей
2011  წელს  გერმანული  ინსტიტუტის  Fraunhofer მკვლევარებმა  წარმოადგინეს ახალი  კამერა. ეს  კამერა  გამოიყენება  მედიცინაში  ადამიანის  სხეულის  შიგნიდან  დასათვალიერებლად,  კამერა  ერთი  კუბური  მილიმეტრია.
6. პერსონალური  კომპიუტერი
10 самых маленьких вещей
ნორვეგიელმა  FXI  ტექნოლოგებმა  ახლახანს  წარმოადგინეს  ბაზარზე  ახალი  მიკრო კომპიუტერი,  ამ  სიტყვის  პირდაპირი  მნიშვნელობით.  სურათზე  თქვენ  მახსოვრობის  ბარათს  კი  არა  კომპიუტერს  ხედავთ,  ამ  კომპიუტერში  ჩამონტაჟებულია  Android და  Ubuntu  სისტემა.
5. მინი-გემი.
10 самых маленьких вещей
სვენ  იურვინდი  შვედეთიდან – პატივსაცემი  ოსტატი,  რომელიც  გემების  კონსტრუქციებს  აკეთებს.
4. ტელევიზორის  ეკრანი
10 самых маленьких вещей
2007  წელს  გინესის  რეკორდების  წიგნში  შეიყვანეს  ტელევიზორის  ყველაზე  პატარა  ეკრანი,  რომელიც  დაამზადა  ოტლანდიურმა  ფირმამ  MicroEmissive в ME1602.
 3. რეაქტიული  თვითმფრინავი
10 самых маленьких вещей
1960-70  წლებისათვის  ავიამშენმა  კორპორაცია Bede,  ამერიკული  კონსტრუქტორის  ჯიმ  ბედის  პატარა  კომპანიამ,  გამოუშვა  თვითმფრინავის  მინი-კოპია. თვითმფრინავის  წონა  შეადგენს  350  ფუტზე  ნაკლებს.
2. მინი-ხოჭო
10 самых маленьких вещей
ეს  რობოტ-ხოჭოა.  იგი  შექმნილია  სადაზვერვოდ   და  შპიონაჟისათვის.
1. ხელოვნური  გული
10 самых маленьких вещей
ხელოვნური  გული,  რომელიც  შექმნა  დოქტორმა  რობერტ  ჟდარვიკმა. ეს  ყველაზე  პატარა  გულია,  რაც  კი  ოდესმე  შექმნილა  მსოფლიოში,  ყველაზე  პატარა  პაციენტებისათვის.

Skype მუშაობს ახალ, 3D ვიდეოზარის პროექტზე

ამერიკულმა Microsoft-მა, Skype-ს სახელით განაცხადა იმის შესახებ, რომ კომპანია მუშაობს ვიდეო-ზარზე, რომელიც 3D-ფორმატში განხორციელდება.
როგორც Veti.ru წერს, Skype-ში ირწმუნებიან, რომ ტექნიკური თვალსაზრისით ისინი დიდი ხანია მზად არიან 3D ფორმატის გამოსახულებისთვის, მაგრამ მთვარი პრობლემა ის არის, რომ მომხმარებელთა უმრავლესობის კომპიუტერები ამჟამად არ ფლობს შესაბამის ფუნქციებს.
ამის გამო Skype-ში 3D-ზარების დანერგვას კიდევ დასჭირდება გარკვეული დრო. 
რაც შეეხება გამოსახულების მოწყობილობებს, ამასთან დაკავშირებით საქმე მარტივადაა, ბაზარზე უკვე არის 3D სისტემაზე მომუშავე მონიტორები და ტელევიზორები. ამჟამად Skype გამოუშვებს ახალი პროექტის ვერსიას Playstation 4-თვის, აგრეთვე იაპონური Sony-ს ტელევიზორებისთვის.
1
შეგახსენებთ, რომ ზაფხულის დასაწყისში ცნობილი გახდა Video Messaging-ის ჩაშვების შესახებ Microsoft Windows, Windows 8, Apple Mac, iPhone, iPad, Google Android და BlackBerry-ის ყველა პოპულარული პლატფორმისთვის. ფუნქცია იძლევა საშუალებას გაუგზავნო თანამოსაუბრეს ვიდეოგზავნილი იმ შემთხვევაში თუ ის მიუწვდომელია ან კავშირზე არ არის. ის მომხმარებლები, რომელთათვისაც ვიდეოგზავნილი იქნება დატოვებული, ინეტერნეტში შესვლისთანავე მიიღებენ სიგნალს და შეხსენებას, რომ ნახონ გზავნილი.
ამჟამად Video Messaging ტესტირების რეჟიმშია.

მწვანესისხლიანი ადამიანი



2007 წელს კანადაში ქირურგებმა რეალურად შოკი განიცადეს. პაციენტს, რომელსაც ოპერაციას უკეთებდნენ დაეწყო სისხლდენა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი წითელი ფერის სისხლი კი არ იყო, არამედ მუქი მწვანე ფერის სისხლი გახლდათ, მას როგორც უცხოპლანეტელს ისე შეხედეს. 
ანალიზის აღების შემდეგ გაირკვა, რომ პაციენტს სულფაგემოგლობინი ქონია – ეს დაავდება მაშინ იჩენს თავს, როდესაც მუქი ფერის ატომი უერთდება გემოგლობინს, რომელიც შემდგომ ცვლის მის სტრუქტურას, რის შედეგადაც სისიხლის ფერიც იცვლება. ეს დაავადება კანადელს გაუჩნდა მაშინ, როდესაც მან დიდი დოზით გამოიყენა შაკიკის საწინააგმდეგო წამალი. მას აუკრძალეს ამ წამლის მიღება და ცოტახნის შემდეგ მისი სისხლი ისევ დაუბრუნდა ჯანსაღ ფერს. როგორც ჩანს თითონ პაციენტშ ეს პრობლემა არ აწუხებდა და პრობლემას არ უქმნიდა.

უცხოპლანეტელი

ათი წელი მაინც იქნება, რაც ატაკამას უდაბნოში, ჩილეში, აღმოაჩინეს ექვსდიუმიანი უცხოპლანეტელის ნაშთი. ეს აღმოჩენა უტყუარ მტკიცებულებად გამოდგება იმის თაობაზე, რომ დადასტურდეს მითები მათი არსებობის შესახებ. ის ცნობილი გახდა “ატაკამას ჰუმანოიდის”სახელით და “ატა” და არქვესმეცნიერებმა ერთხანს გადაწყვიტეს, რომ
ესაა ადამიანი. თეორიულად დაუშვეს, რომ ეს შეიძლება ყოფილიყო ჯერ კიდევ დაუბადებელი ნაყოფი ან მაიმუნი, ის უცხოელი ყოფილიყო, რომელმაც განიცადა ავარიული დაშვება დედამიწაზე ან სულაც აბსოლუტური ტყუილი- სატყუარა. მაგრამ ორშაბათს ჰოლივუდში აჩვენეს ახალი დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით – “სირიუსი”, სადაც ჩანს, რომ ამ უჩვეულო არსებას ჩაუტარდა დნმ -ის ტესტი და გამოარკვიეს მთელი საიდუმლო.
დოქტორმა სტივენ გრიგმა, რომელიც ხელმძღვანელობდა პროქტს და ფლობდა ყველა ინფორმაციას, გააქარწყლა კრიტიკოსების ვარაუდები იმის შესახებ, რომ სხეული მისტიფიკაციაა. მან თქვა: “ტომოგრაფიამ ნათლად გვაჩვენა შინაგანი ორგანოები, გული, ფილტვები. არავითარი ეჭვი არაა იმისა, რომ ეს ნამდვილად არის ორგანიმი და არა ბუტაფორია. ამ ფაქტს მხარი დაუჭირეს დოქტორმა ნოლანმა და დოქტორმა სტენფორდმა. უფოლოგები ძალიან დააინტერესა ფილმმა. ისინი ფიქრობენ, რომ გაეხსნებათ გზა თავიანთ საქმიანობაში. ექსპერტები ამბობენ, რომ ციცქნა ჩონჩხი ძალიან ჰგავს ადამიანების მიერ წარმოსახულ უცხოპლანეტელს.
“ატა” ნაპოვნი იყო 2003 წელს ოსკარ მუნიოსის მიერ, ლა ნორიაში, ატაკამაში, (ლა ნორიას ქალაქ-მოჩვენებას ეძახიან). მუნიოსმა ეს 15 სანტიმეტრიანი ჩონჩხი ეკლესიის მახლობლად იპოვა.

გაინტერესებს როგორი იყო წარსული ?

1. ბავშვის გაჩენა იყო ძალიან საშიში: 1 ყოველ 9 ქალში კვდებოდა მშობიარობისას.
2. მაგრამ ყავდათ უფრო მეტი ბავშვები, ვიდრე ყავთ ეხლა: 1800 წელს საშუალოდ ერთ ამერიკულ ოჯახს ყავდა 7 ბავშვი, ხოლო ეხლა კი საშუალოა : 2.
3. ძალიან ბევრი ბავშვი კვდებოდა, დაახლოებით 100 წლის წინათ 20% ბავშვებისა კვდებოდა იქამდე, სანამ მიაღწევდნენ 5 წელს.
4. ხალხის სიკვდილიანობის ერთ-ერთი მიზეზი იყო ჰიგიენა: მდიდარი ხალხიც კი არ ბანაობდა, რადგან მიაჩნდათ, რომ ეს იყო ჯანმრთელობისთვის მავნე.
5. სამაგიეროდ ისინი ფარავდნენ სხეულის სურნელს პარფიუმერიით
6. ხალხის უმეტესობას არ ჰქონდა საპირფარეშო, სუფთა წყალი და თითქმის ყველას ყავდა ტილები თმებში, ტანსაცმელში და საწოლებში.
7. არ არსებობდა კბილის პასტა და მხოლოდ მდიდარი ხალხი იყენებდა კბილის ჯაგრისს.
8. რათქმაუნდა, კბილის ტკივილი ხშირი იქნებოდა, მაგრამ არ იყო არანაირი კბილის ექიმი, პარიკმახერები უღებდნენ კბილებს ხალხს.
9. პარიკმახერები აკეთებდნენ პატარა ოპერაციებსაც.
10. რომც დაგენახა ექიმი, მათი მეთოდები ძალიან უცნაური იქნებოდა დღეისათვის.
11. თითქმის ყველაფერი ერთნაირად იკურნებოდა : სისხლის ამოწურვით წურბელების დახმარებით.
12. საავადმყოფო შეიძლება ყოფილიყო საშიშიც კი ჯანმრთელობისთვის მაშინ, ნახევარზე მეტი ხალხი საავადმყოფოში კვდებოდა.
13….პური ყველაზე გავრცელებული საკვები იყო ყველა სოციალური ფენისთვის შუასაუკუნეების სამზარეულოში, ხოლო ნუშის რძე და ჰუსრუმი — ყველაზე გავრცელებული ინგრედიენტები…

საინტერესო ფაქტები 4

1. თხუნელას ერთი ღამეში შეუძლია გათხაროს 90 მეტრიანი ტუნელი.
2. ყველაზე კარგი მყვინთავი ფრინველებში არის გაგარა.. მას შეუძლია წყალში 80 მეტრზე ჩაყვინთვა.
3. ყველაზე დიდი თევზი, რომელიც ანკესით დაიჭირეს იყო თეთრი ზვიგენი. ის იწონიდა 1208 კგს და იყო 5.13 მეტრის სიგრძის. ის დაიჭირეს ავსტრალიის სამხრეთ სანაპიროზე.
4. იმისათვის რომ არწივმა ფრენის დროს შეინარჩუნოს ბალანსი, ის იცლის ფრთიდან იმდენ ბუმბულს რამდენიც გასცვივდა მეორე ფრთაზე.
5. კატა თავისი “ულვაშებით” განსაზღვრავს გაეტევა თუ არა ის ხვრელში.
6. თუ ქათამს ყურის ბიბილო თეთრი აქვს ის დებს ღია ფერის კვერცხს, ხოლო თუ წითელი ბიბილო აქვს დებს ყავისფერ კვერცხებს.
7. ყველაზე დიდი რაოდენობის ბუმბული აქვს გედს. დაახლოებით 25000.
8. ყველაზე დიდი კალიების გუნდმა 1875 წელს გადაუფრინა ქალაქ ნებრასკას (აშშ). მისი სიგანე იყო დაახლოებით 180 კილომეტრი, ხოლო სიგრძე 3000 კილომეტრი.
9. მამალს არ შეუძლია ხმამაღლა “დაყვირება” თუ ის ყელს არ დაიგრძელებს.
10. ბუ ერთადერთი ფრინველია, რომელიც თვალს ახამხამეს ზედა ქუთუთოთი… ყველა დანარჩენი ფრინველი ქვედა ქუთუთოთს წევს მაღლა თვალის დასახამხამებლად.
11. ავაზა მსოფლიოში ყველაზე სწრაფი ცხოველია. ის ანვითარებს რეკორდულ სიჩქარეს 112 კმ\სთს.
12. ძაღლებს, კატებს, მაიმუნებს და სხვა ყველა ხერხემლიან ცხოველებს შეუძლიათ დამთქნარება. ერთადერთი გამონაკლისია ჟირაფი, რატომ არავინ იცის.
13. ფუტკარი საშუალოდ დღეში ყრის დაახლოებით 1500 კვერცხს.
14. ჭიანჭველები წყლის ქვეშ ძლებენ 2 კვირა.
15. მსოფლიოში ყველაზე პატარა ბუ “Micrathene whitney” ბინადრობს ამერიკის შეერთებული შტატების სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში და მექსიკაში. საშუალოდ მისი სიგრძე შეადგენს 12-14 სმ, ხოლო იწონის 50 გრამზე ცოტას.
16. ფლამინგოები ცოცხლობენ 80 წლამდე.
17. მტრედის ძვლები უფრო მსუბუქია, ვიდრე მისი ბუმბული.
18. ვირი ჩაიძირება უდაბნოს ქვიშაში, ხოლო ჯორი არა.
19. მღრღნელების კბილების ზრდა არასდროს არ წყდება.
20. ლურჯი ვეშაპის ენა უფრო ბევრს იწონის, ვიდრე მოზრდილი სპილო.
21. ღორებს არ შეუძლიათ ცას შეხედონ
22. დედალ იადონს სიმღერა არ შეუძლია.
23. ნემსიყლაპიებს 6 ფეხი აქვთ, მაგრამ სიარული არ შეუძლიათ. მათ შეუძლიათ ფრენა 30 მილი საათში.
24. ნემსიყლაპიებს თითოელ თვალში 30 ათასი ლინზა აქვთ.
25. კატებს არ შეუძლიათ ტკბილი გემოს შეგრძნება.
26. მამალ ბაბუინს ლეოპარდის მოკვლა შეუძლია.
27. რვაფეხას “შვილი” დაბადებისას რწყილის ხელაა.
27. ხოჭოებს აქვთ ვაშლის გემო, კრაზანებს კაკლის გემო, ხოლო ჭიებს შემწვარი ბეკონის. (არ ვიცი ეს რამდენად მართალია, მაგრამ რაც არ უნდა გემრიელი იყოს მათი გასინჯვა ნამდვილად არ შემიძლია.ხოჭოს დანახვაზე გული მიმდის :D)
28. ვირის თვალები ისეა განთავსებული, რომ საშუალებას აძლევს მას ყოველთვის ხედავდეს ოთხივე ფეხს.
29. აქლემებს აქვთ სამი ქუთუთო, თავი რომ დაიცვან ქვიშიანი ქარიშხალისგან.
30. ყველაზე სწრაფი თევზი არის ხმალთევზა, რომელსაც შეუძლია განავითაროს 130 კმ\სთ.

Sunday, 8 September 2013

რობოტების გამოფენა «RoboCup 2013» ნიდერლანდებში

გალანტურ ეინდხოვენდში ჩატარდა რობოტექნიკის სფეროს მიღწევებისდა ტექნოლოგიების გამოფენა,სადაც ნაჩვენები იყო რამოდენიმე საინტერესო პროექტი და ჩატარდა საფეხბურთო ტურნირიც.
ფეხბურთის ახალგაზრდული ჩემპიონატი.
ფეხბურთის ჩემპიონატი დიდებისთვის.
გულშემატკივართა ჯგუფი.
საფეხბურთო ჩემპიონატის «Robocup» – ის ჩატარების იდეა იმაშია, რომ 2050 წლისთვის შეიქმნას რობოტების საფეხბურთო გუნდი, რომელიც ითამაშებს ადამიანების წინააღმდეგ.
მთლიანობაში რობო-ფეხბურთში თამაშები ტარდება სამ კატეგორიებს შორის:პატარებში, დიდებში და საშუალოებში.
რათქმაუნდა ამაზეა დამოკიდებულია მოედნისა და ბურთის ზომაც. მონაწილეებსი საერთო რაოდენობა 300-ზე მეტია.